MyHealth

საუკეთესო ხარისხი

სწრაფი&სანდო მიწოდება

24/7 დამხმარე პერსონალი

Description

MuscleTech, Cell Tech CREACTOR – წარმოადგენს სუფთა სახის კრეატინ ჰიდროქლორიდს. ეს არის კრეატინის სრულყოფილი ფორმულა, რომელიც ორგანიზმის მიერ სრულფასოვნად შთაინთქმება. იგი სინთეზირდება ლაბორატორიულ პირობებში განსაკუთრებული ტექნოლოგიებითა და სიზუსტით იმ სპორტსმენებისთვის, რომლებსაც ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს სჭირდებათ ძალა, გამძლეობა და მაქსიმალური ენერგია.

კომპანია MuscleTech-ის კრეატინის ჰიდროქლორიდი კრეატინის სხვა ფორმებისგან განსხვავდება იმით, რომ გაცილებით მარტივია მისი გახსნა, ორგანიზმი უფრო სწრაფად ითვისებს და გააჩნია ყველაზე დიდი ბიოლოგიური ღირებულება. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ჰიდროქლორიდის შეუცვლელობას ათლეტების რაციონში. კრეატინის ეს ფორმა უზრუნველყოფს მშრალი კუნთის მასის სწრაფ ზრდას, ენერგიისა და ამტანობის, ასევე ვარჯიშის ინტენსივობის ზრდას.

კრეატინის უნარი მიაწოდოს სხეულს ATF, ეხმარება სხეულს კუნთის მასის შენებაში, ზრდის ძალას, ენერგიას და გამძლეობას, უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას, რაც კიდევ უფრო ინტენსიური ვარჯიშის საშუალებას იძლევა.

MuscleTech, Cell Tech CREACTOR ზრდის უჯრედულ ჰიდრატაცია, რითაც აფართოებს მათ ზომას, შესაბამისად ორგანიზმი მარაგდება ენერგიით, მიეწოდება მეტი სისხლი, იზრდება მშრალი კუნთოვანი მასა. ჰიდროქლორიდის სწრაფი და მარტივი ათვისების უნარი განაპირობებს შებერილობის, სპაზმის, წყლის შეკავების თავიდან აცილებას.

მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 კოვზი 200-300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ, ან/და დილით უზმოზე. საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ 2 კოვზი დღეში.

გაფრთხილება: თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.

 

myhealthvit.com

Additional information

ზომა

120 მიღება

1 review for MuscleTech, Cell Tech CREACTOR, კრეატინი ჰიდროქლორიდი

  1. Isak Aslanovi

    საუკეთესო ჰიდროქლორიდი, მომიტანეს ძალიან მალე

Add a review

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare
Shopping cart close